ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის გამო ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა
ახლო აღმოსავლეთში ვითარების დაძაბვის გამო ნავთობისა და ოქროს ფასი გაიზარდა.
„ბრენტის“ ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 70 დოლარს აღწევს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, „შავი ოქროს“ ასეთი მაღალი ფასი აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ოქროს ღირებულებამ კი, უკანასკნელი ექვსი წლის რეკორდი მოხსნა და ერთი უნციის ფასი 1579 დოლარია.
ნავთობი და ოქრო საერთაშორისო ბირჟებზე მას შემდეგ გაძვირდა, რაც 3 იანვარს აშშ-ის იერიშის შედეგად, ბაღდადის აეროპორტში ირანელი გენერლის ლიკვიდაცია მოხდა. ამის შემდეგ ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა. ერაყის მთავრობამ კი, ქვეყნიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა მოითხოვა.