ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი - სააგენტოს დაფინანსების შეჩერების შესახებ ცხრა ქვეყნის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო
ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელი - სააგენტოს დაფინანსების შეჩერების შესახებ ცხრა ქვეყნის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო

სააგენტოს დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით ცხრა ქვეყნის გადაწყვეტილება შოკის მომგვრელი იყო, – ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ განაცხადა.

ლაზარინიმ ქვეყნებს ამ მიმართულების შეცვლისკენ მოუწოდა.

„ეს გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ჩვენს მიმდინარე ჰუმანიტარულ სამუშაოებს მთელ რეგიონში, მათ შორის და განსაკუთრებით, ღაზის სექტორში“, – აღნიშნა ლაზარინიმ.

შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოდან რამდენიმე თანამშრომელი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირის ბრალდებით გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შემდეგ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, იტალიამ, ფინეთმა, ავსტრალიამ, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ და გერმანიამ გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს დაფინანსება დროებით შეუჩერეს.