ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების ძალისხმევასთან დაკავშირებით ენტონი ბლინკენსა და იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირების ძალისხმევასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შორის. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ენტონი ბლინკენმა ისრაელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აღნიშნა, რომ ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესში არაა. მან ასევე ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის აუცილებლობას.
ბლინკენის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ისრაელელი მძელვების გათავისუფლებას უზრუნველყოფს. ამასთან, შექმნის შესაძლებლობას ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და უფრო ფართო რეგიონისთვის სტაბილურობისთვის. ბლინკენის თქმით, დიპლომატიური გამოსავალი, ასევე, შესაძლებლობას მისცემს ისრაელურ და ლიბანურ ოჯახებს, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს.