ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა
ახალქალაქში, ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე კილომეტრების დაშორებით სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
„სერვისის ამოქმედების შემდეგ კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.
ახალქალაქის, ყვარლის, მარტვილისა და ხულოს შემდეგ დიალიზის სერვისი მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში, ტყიბულში, წალენჯიხაში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.