საქართველოს პირველმა არხმა მოიპოვა ახალქალაქში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები. კადრებში ჩანს გუშინ ქალაქში მომხდარი დაპირისპირება, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს.
ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა) მუხლებით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება.
მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.
სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს, გამოძიება დაიწყო ჯგუფური ძალადობის ფაქტზეც.