ახალქალაქში გუშინ დაკავებული გრიგოლ კაპანაძის მშობლები სამართალდამცავებს შვილის ცემაში ადანაშაულებენ
ახალციხეში გუშინ დაკავებული გრიგოლ კაპანაძის მშობლები სამართალდამცავებს 22 წლის შვილის ცემაში ადანაშაულებენ. რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა კაპანაძე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის კაპანაძე კლინიკიდან გაწერილია.
გრიგოლ კაპანაძის მამა ყვება, რომ გუშინ გვიან ღამით მისი შვილი ახალციხეში ერთ-ერთ კაფეში იმყოფებოდა, სადაც მას და მის მეგობრებს მანდილოსნებთან შელაპარაკება მოუვიდათ. ამის შემდეგ კი დაწესებულების თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.
თამაზ კაპანაძე თქმით, პოლიციამ მის შვილთან ერთად ხუთი პიროვნება პოლიციელების დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავა, თუმცა მხოლოდ მისი შვილი სცემეს. მისივე მტკიცებით, რამდენიმე წელია ოჯახზე პოლიციელებისგან ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან დაზარალებული გრიგოლ კაპანაძის სიმამრი კანონიერი ქურდია.
საავადმყოფოში აცხადებენ, რომ პაციენტი სასწრაფო ბრიგადის მიერ იქნა შემოყვანილი. ექიმის თქმით, მას მთელი დღის განმავლობაში უტარდებოდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური გამოკვლევები, რის შემდეგადაც დადასტურდა, რომ პაციენტს მწვავე კეროვანი დაზიანებები არ აღენიშნება, თუმცა სავადმყოფოში შესვლის დროს თავს სუსტად გრძნობდა.
პაციენტმა საავადმყოფოში მკურნალობაზე უარი განაცხადა და გაეწერა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.