ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა
ახალქალაქში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ვებ-პლატფორმის პრეზენტაცია  გაიმართა. სომხურენოვან მოსახლეობას ინფორმაციის საკუთარ ენაზე მიღება უკვე ონლაინ რეჟიმში შეუძლია. მაუწყებლის საიტზე შვიდ ენაზე მიმდინარე ახალი ამბების გარდა, ოქროს ფონდში დაცული მასალებიც ითარგმნება.

“ახალქალაქის რაიონში თითქმის 96%  ეთნიკურად სომეხი ცხოვრობს. სამწუხაროდ, ისინი არ ფლობენ სახელმწიფო ენას და აქედან გამომდინარე, არის რიგი პრობლემები. ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს საინფორმაციო ვაკუუმი. ძირითად ინფრომაციას მოსახლეობა იღებ საზღვარგარეთის ტელევიზიებიდან, როგორიც არის სომხეთი და რუსეთი. ამიტომ, მოსახლეობაში სხვანაირი წარმოდგენაა იმ მოვლენების შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ვფიქრობ, ახალი პროგრამა ძალიან წაადგება ჩვენს მოსახლეობას, მიიღონ სწორი ინფორმაცია გასაგებ ენაზე”, – აცხადებს ახალქალაქის მცხოვრები, ნანა ბაროიანი.

შეხვედრას ორგანიზება არსამთავრობო ორგანიზაციამ “ქალები ჯავახეთის მომავლისთვის” გაუწია.