ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მონაცემებით, ახალქალაქის N40 საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი 1 647 მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩეველთა 4,33 პროცენტია.
ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა ფანჯაკიძის განცხადებით, აქტივობა მეორე ტურში თითქმის პირველი ტურის იდენტურია.
რაც შეეხება დარღვევებსა და საჩივრებს, საოლქო კომისიაში განმარტავენ, რომ ამ დრომდე არც ერთი საჩივარი არ შესულა და საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ახალქალაქში სულ 70 საარჩევნო უბანია და 38 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.