ახალქალაქში, სოფელ სულდაში მოსახლეობამ აქცია გამართა და გზა გადაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გუშინ საზაფხულო საძოვრებიდან 63 სული საქონელი მოიპარეს.
აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ საქონელი თურქეთის საზღვარზე გადაიყვანეს.
ადგილობრივები საქართველო-თურქეთის საზღვართან კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საქონლის მოპარვა პირველი შემთხვევა არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.