ახალქალაქის პირველი საარჩევნო უბნის დამკვირვებელი აცხადებს, რომ უბანზე დარღვევა დაფიქსირდა
ახალქალაქის 40-ე ოლქის პირველ საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის დამკვირვებლის თქმით, ამომრჩევლები საარჩევნო ჯიხურიდან გამოსვლის შემდეგ, ბიულეტენს აჩვენებენ უბნის თავმჯდომარესა და ცესკო-ს სხვა დამკვირვებლებს და სწორედ ამის შემდეგ აგდებენ საარჩევნო ყუთში.
პირველი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე და სხვა დამკვირვებლები ამ ფაქტს უარყოფენ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.