ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, ლიპყინული და ცუდი მხედველობა) ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთსა და კმ33-კიროვაკანი-კუმურდო საავტომობილო გზის კმ1-კმ10 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.