ახალქალაქი-კარწახის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლისა და ნამქერის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.