ახალმა ზელანდიამ ნამიბია დაამარცხა და მეოთხედფინალში გასასვლელად იტალიასთან იბრძოლებს | იაპონია 2019
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გამართა ტურნირის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა, ახალი ზელანდიის ნაკრებმა. ოლ ბლექსი ამჯერად ნამიბიას შეხვდა და, როგორც მოსალონდელი იყო, მეტოქე ადვილად დაამარცხა.
ნამიბიელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პირველი ტაიმის 35-ე წუთამდე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს ფავორიტებს და მხოლოდ 10-9 აგებდნენ.
მიუხედავად ამისა, ახალზელანდიელთა კლასმა მაინც თავისი ქნა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, 71-9 დასრულდა.
ამჟამად ახალზელანდიელები ჯგუფს 14 ქულით ლიდერობენ, მათ ოთხი ქულით ჩამორჩებიან იტალია და სამხრეთ აფრიკა.
ბოლო ტურში ახალი ზელანდია და იტალია დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, სამხრეთ აფრიკა კი კანადას შევხდება.