ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ჯაშუშები ვერ იპოვა, ამიტომ ვერავის გააძევებენ
ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ჯაშუშები ვერ იპოვა, ამიტომ ვერავის გააძევებენ

ახალი ზელანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში რუსი ჯაშუშები ვერ იპოვა, ამიტომ ვერავის გააძევებენ.

როგორც ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ რადიოსთან საუბრისას განაცხდა, მას სულ არ აკვირვევს ის ფაქტი, რომ ახალი ზელანდია რუსეთის დაზვერვისთვის პრიორიტეტული არ არის.

„ჩენ შევამოწმეთ და რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ვერ ვიპოვეთ, რომ აღმოგვეჩინა გავაძევებდით. საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს უამრავი სხვა ინტერესი აქვს. ამიტომ არ მიკვირს, რომ ახალი ზელანდია მათ ნუსხაში არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს და ვიმუშავებთ იმ ზომებზე, რომელთაც ახალი ზელანდია სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის გამო საერთაშორისო თანამეგობრობას მხარდაჭერას გამოუცხადებს”, – განაცხადა ჯასინდა არდერნმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის გამო 20-ზე მეტმა ქვეყანამ გააძევა რუსი დიპლომატები.