ახალი ზელანდია უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტების მოსამზადებლად 30 სამხედრო ინსტრუქტორს ბრიტანეთში გაგზავნის
ახალი ზელანდია უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერისტების მოსამზადებლად 30 სამხედრო ინსტრუქტორს ბრიტანეთში გაგზავნის, – ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა.
ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის სამხედრო ინსტრუქტორები ბრიტანეთში ივლისის ბოლომდე ჩავლენ. ახალზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინელ არტილერისტებს „ელ 119“-ის ტიპის ჰაუბიცის საბრძოლო სროლებში ავარჯიშებენ. გასულ თვეში ახალმა ზელანდიამ ბრიტანეთში 66 სამხედრო მოსამსახურე და თვითმფრინავი „სი 130 ჰერკულესი“ გაგზავნა.