ახალი წლის დღეებში ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, საავადმყოფოში 237 ადამიანი მოხვდა
ალკოჰოლური და კვებითი ინტოქსიკაციის გამო, ქვეყნის მასშტაბით 237 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ამ მიზეზით, 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით სასწრაფო დახმარების 800-მდე გამოძახება დაფიქსირდა. კვებითი და ალკოჰოლური მოწამვლის მიზეზით მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
მათივე ინფორმაციით, რაც შეეხება თბილისს, თბილისში ახალი წლის პირველი სამი დღის განმავლობაში კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახების 184 შემთხვევა დაფიქსირდა. 50 პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა.
ბათუმში, კი 31 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში – ალკოჰოლითა და საკვებით მოწამვლის 48 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 40 პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებში იქნა გადაყვანილი.
სამინისტროს ინფორმაციით, კვებითი და ალკოჰოლური მოწამვლის მიზეზით მძიმე შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.