„ახალი წლის დღეები საქართველოში“ დღეს დაიწყო და ქვეყნის 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება
„ახალი წლის დღეები საქართველოში“ დღეს დაიწყო და ქვეყნის 63 ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ქვეყნის 63 ქალაქში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, წელს პირველად ღონისძიებები დაბა ბაკურიანშიც გაიმართება.

მათივე ცნობით, ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები.

„ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. გაიმართება როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტი. საახალწლო ღონისძიებები დღეს ბოლნისში, ნინოწმინდაში, ოზურგეთში, მესტიასა და ქუთაისში გაიმართება. საახალწლო პროგრამები 14:00 საათიდან დაიწყება, ხოლო დღის ბოლოს ყველა საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.