ფორმულა 1-ში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ავსტრალიის გრანპრით გაიხსნა.
ახალი სეზონის პირველი ტრიუმფატორი გახდა „ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი, რომელმაც ფინიშზე ხუთი წამი მოუგო მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, „მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს.
რბოლას პირველი პოზიციიდან სწორედ ჰემილტონი იწყება, რომელმაც შეძლო სტარტის მოგება და დროთა განმავლობაში, სამ წამამდე გაზარდა უპირატესობა “ფერარის” წევრებთან.
ყველაფერი პიტსტოპების პირველი და ერთადერთი სერიისას შეიცვალა. ფეტელი ჰემილტონზე გვიან შევიდა ბოქსებში, როდესაც ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა იყო გამოსული, ასეთ დროს კი ჰემილტონს გერმანელზე შეტევა არ შეეძლო. გერმანელმა ლიდერობა მოიპოვა და ის ფინიშამდე შეინარჩუნა.
მეორეზე გავიდა ჰემილტონი, მესამეზე “ფერარის” მეორე პილოტი კიმი რაიკონენი.
ჩემპიონატის მეორე ეტაპი – ბაჰრეინის გრანპრი 8 აპრილს გაიმართება.