ახალი სამინისტროს სახელწოდებაში „სოფლის განვითარება“ აღარ იქნება
ახალი სამინისტროს სახელწოდებაში „სოფლის განვითარება“ აღარ იქნება

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩამოყალიბდება.

პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილი პროექტით, იგეგმებოდა გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს შექმნა. თუმცა, კონსულტაციების შედეგად, უფრო მოკლე სახელწოდებაზე შეთანხმდნენ.

სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში მიმდინარე კვირაში უნდა დასრულდეს. ახალ სამინისტროს ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.