ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება.
პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ქუთაისში გაიმართება, სადაც მიწვეულნი არიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები.
საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში მდებარე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმართავს.
მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკების დაშვება მოხდება, ე.წ. ბონუს სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიასთან დაკავშირებულ ჩანაწერს და საკონსტიტუციო სასამართლოს.