საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომას მართავს. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. პირველ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეებსა და კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენელები ესწრებიან.
ოპოზიცია პარლამენტის სხდომას არ დასწრებია და ბოიკოტის რეჟიმშია.