ახალი კულინარიული წიგნის „მესხური ტაბლა“ პრეზენტაცია სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა..
„მესხური ტაბლა“ – სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივაა. წიგნი სამცხე-ჯავახეთის ტრადიციული კულინარიის დღემდე შემორჩენილი 20-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს და ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი კერძების რეცეპტებზე იმუშავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ.
წიგნის მიზანია ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ის საუკეთესო საჩუქარია როგორც ადგილობრივი ისე უცხოელი ტურისტებისათვის. დაგეგმილია წიგნის გაყიდვა სხვადასხვა არხების მეშვეობით, მათ შორისაა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია, Amazon.com-ი.
წიგნის გაყიდვისგან მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციის გაძლიერებას.