ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპის კონტინენტზე ფიქსირდება
ახალი კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპის კონტინენტზე ფიქსირდება

„კოვიდ-19“-ის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპის კონტინენტზეა დაფიქსირებული, ამის შესახებ „გარდიანი“ სააგენტო „ფრანს პრესზე“ დაყდნობით წერს.

„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ევროპაში „კოვიდ-19“-ის 1 003 284 შემთხვევაა დადასტურებული, კონტინენტზე ვირუსით 84 465 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, მთელ მსოფლიოში ვირუსით 1 991 019 ადამიანია ინფიცირებული, დაღუპულია – 125 955.