ახალი კორონავირუსის ინტენსიურად გამწვავების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, განახევრდეს
ახალი კორონავირუსის ინტენსიურად გამწვავების შემთხვევაში, გლობალური ეკონომიკური ზრდა შესაძლოა, განახევრდეს. ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ინფორმაციით, გლობალური ეკონომიკის ზრდა სავარაუდოდ 1.5 პროცენტამდე შემცირდება. ვირუსის პიკის გადავლის შემდეგ, ორგანიზაცია 2021 წლისთვის პროგნოზირებს, რომ ეკონომიკური ზრდა 3.3 პროცენტი იქნება.
„სიენენის“ ინფორმაციით, 2 მარტს ევროპაში აშშ-ის ვადიანი საბირჟო კონტრაქტებისა და ბაზრების აქტივების ფასები დაეცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური და ეკონომიკური ზარალის შემცირების პირობა დადეს. „დოუ ჯოსის“ ფიუჩერსები 0.7 პროცენტით, „ეს ენდ პი 500“-ის 1.0 პროცენტით, „ნასდაქ“-ის კი 0.4 პროცენტით შემცირდა. კლება აღინიშნა ბრიტანეთის „ეფტისიი 100“-ის გერმანული „დაქს“-ის და ფრანგული „სიეისი 40“-ის საბაზრო აქტივებშიც.
კლების ტენდენციის შემდეგ, მცირე ზრდა აღინიშნა აზიის საფონდო ბირჟებზე, სადაც აქტივობის გამოცოცხლება მას შემდეგ აღინიშნა, რაც იაპონიის ბანკის მმართველმა, ჰარუჰიკო კუროდამ პირობა დადო, რომ ფინანსურ ბაზრებზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის ცენტრალური ბანკი „საკმარის ლიკვიდობას“ უზრუნველყოფდა.
გასულ კვირას, მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ტრილიონი დაიკარგა, რადგან ბაზრებმა, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალი აქტივობა აჩვენეს.