ახალი კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ოთხ დეპუტატს შეეძლება
ახალი კონსტიტუციური პროექტით, საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ოთხ დეპუტატს შეეძლება

საპარლამენტო ფრაქციის შექმნა ოთხ დეპუტატს შეეძლება. ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილებები მომზადდა.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კონსტიტუციური პროექტის ინიცირება რამდენიმე დღეში მოხდება. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ფრაქციის შექმნისთვის საჭიროა შვიდი დეპუტატი.

ამასთან, დღეს მოქმედი კონსტიტუციით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას კი, 113 ხმა. ამ დროისთვის, პარლამენტში 90 დეპუტატი ჰყავს „ქართულ ოცნებას”, ორი „მოქალაქეებს”, ოთხი „ევროპელ სოციალისტებს”.