„ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანი - რადას წინ გაშლილი კარვების ქალაქის შტურმი დაიწყეს
„ახალი ძალების მოძრაობის“ პრესმდივანი მარიანა პოჩტარი მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს.
ამის შესახებ მან გამოცემა „უკრაინასკაია პრავდას“ განუცხადა.
მოძრაობის წარმომადგენლის განცხადებით, სამართალდამცველებმა რადას წინ გაშლილი კარვების ქალაქის შტურმი დაიწყეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ტერიტორია ავტობუსით აქვთ გადაკეტილი, სადაც სააკაშვილი გადაჰყავთ.