„ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტებმა პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს
„ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტებმა პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს

მიხეილ სააკაშვილის „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასტან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პეტრო პოროშენკოს მალდივის კუნძულებზე დასვენება გააპროტესტეს.

დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გასაბერი აუზი მიიტანს. იქვე იმყოფებოდა საცურაო კოსტუმში გამოწყობილი რამდენიმე აქტივისტი. ფლეშმობი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვების გარეშე ჩატარდა.

შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ინფორმაციით, პეტრო პოროშენკო ოჯახთან ერთად საიდუმლოდ იმყოფებოდა მალდივის კუნძულებზე, რაც მას ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა.

ამასთან, მედიის ცნობით, პეტრო პოორშენკომ ქვეყანა ყალბი საბუთებით დატოვა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები მიუღებლად მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მალდივის კუნძულებზე ისვენებს მაშინ, როდესაც ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია.