„ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები იური ლუცენკოს სახლთან სევერიონ დანგაძის გათავისუფლებას ითხოვენ
„ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები იური ლუცენკოს სახლთან სევერიონ დანგაძის გათავისუფლებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ აქტივისტები კიევში, უკრიანის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს სახლთან უვადო პიკეტს მართავენ. მათი მოთხოვნა სევერიონ დანგაძის გათავისუფლებაა.

როგორც პარტიის პრესსამსახურმა განაცხადა, აქტივისტებმა ლუცენკოს სახლთან კარავი გაშალეს და აქცია გამართეს. მომიტინგეებს შორის დანგაძის მშობლებიც იყვნენ.

როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ „ახალი ძალების მოძრაობაზე“ დაყრდნობით იტყობინება, უკრაინის გენერალური პროკურორის სახლთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სევერიონ დანგაძე 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებთან თანამშრომლობა.

6 დეკემბერს დანგაძეს სასამართლომ 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 29 იანვარს კი მას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 60 დღით გაუხანგრძლივეს.