„ახალი ძალების მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე, იური ლუცენკოს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო
„ახალი ძალების მოძრაობა“ - მიხეილ სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე, იური ლუცენკოს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივრის საფუძველზე, უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ პროკურორების დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შესაბამისი საჩივარი მიხეილ სააკაშვილმა კომისიაში 2017 წლის 14 თებერვალს შეიტანა.

სააკაშვილი ლუცენკოს მხრიდან დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევს იმას, რომ მან 5 დეკემბერს უმაღლეს რადაში გამოსვლისას კურჩენკოს საქმის წინასწარი გამოძიების მასალები გამოაქვეყნა და საჯაროდ დაადანაშაულა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი.

შეგახსენებთ, 5 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა, თუმცა ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს. იმავე დღეს იური ლუცენკომ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილს იანუკოვიჩთან დაკავშირებულ, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენთან კავშირში დასდო ბრალი. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის აქციებს ვიქტორ იანუკოვიჩთან დაკავშირებული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო აფინანსებდა.