მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ინფორმატორმა, მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგორი როდჩენკოვმა ფიფას გადასცა მონაცემები, რომელიც ამტკიცებს რუსი ფეხბურთელების მონაწილეობას დოპინგის სახელმწიფო პროგრამაში.
სიაშია 34 ფეხბურთელი, მათ შორის, რუსეთის ნაკრების მოთამაშეები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატიდან.
უფრო ადრე, როდჩენკოვის ადვოკატმა ჯიმ უოლდენმა გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი მზად არის გავიდეს ფიფასთან კავშირზე და წარმოადგინოს მონაცემები რუსი ფეხბურთელების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ.
დოპინგის მიღებაში ეჭვმიტანილი ფეხბურთელების სრული სია ასე გამოიყურება:
1. იგორ აკინფეევი, 2. იური ლოდიგინი, 3. სერგეი რიჟიკოვი, 4. ვასილი ბერეზუცკი, 5. სერგეი იგნაშევიჩი, 6. გეორგი შჩენიკოვი, 7. ვლადიმირ გრანატი, 8. ალექსეი კოზლოვი, 9. ანდრეი იეშჩენკო, 10. დმიტრი კომბაროვი, 11. ანდრეი სემიონოვი, 12. იგორ დენისოვი, 13. ალან ძაგოევი, 14. რომან შიროკოვი, 15. დენის გლუშაკოვი, 16. ვიქტორ ფაიზულინი, 17. ოლეგ შატოვი, 18. იური ჟირკოვი, 19. ალექსეი იონოვი, 20. ალექსანდრ კოკორინი, 21. მაქსიმ კანუნიკოვი, 22. ალექსანდრ კერჟაკოვი, 23. ალექსანდრ სამედოვი, 24. რუსლან კამბოლოვი, 25. პაველ სოლომატინი, 26. ივან კნიაზევი, 27. სერგეი ევტუშენკო, 28. იგორ გენერალოვი, 29. სერგეი პეტროვი, 30. ილია ზუევი, 31. მიხაილ მიშჩენკო, 32. იგორ ნიკულინი, 33. კამილა ალექსეევა, 34. ეკატერინა მასლაკი.
გია თვალაბეიშვილი