საქართველოს ახალგაზრდულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისევ ვერ მოიგო – ევროშესარჩევი ციკლის მე-4 ტურში გია გეგუჩაძის გუნდმა ფინეთს უმასპინძლა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში სტუმრები მე-9 წუთზე ბენიამინ კალმარმა დაააწინაურა 0:1.
59-ე წუთზე გიორგი ბერიძემ ანგარიში გაათანაბრა 1:1. მაგრამ 83-ე წუთზე კალამრმა დუბლი შეასრულა და ფინელები ისევ წინ გაიყვანა.
საბოლოო შედეგი 86-ე წუთზე რომან ჭანტურიამ დააფიქსირა, რომელმაც საქართველოს შეტევა ლამაზი გოლით დაასრულა – 2:2. ეს გია გეგუჩაძის გუნდის პირველი ქულა იყო მიმდინარე შესარჩევ ციკლში – წინა სამი მატჩი საქართველომ წააგო.
შემდეგ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრები ლიტვას უმასპინძლებს – ეს მატჩი 14 ნოემბერს მიხეილ მესხზე გაიმართება.