ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადავა
ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლების და მეცნიერების სამინისტროში გადავა

ახალგაზრდობის სააგენტო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადავა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომავალი წლიდან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

„მთავრობის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან ახალგაზრდობის სააგენტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადმოტანის თაობაზე. ვინაიდან განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას ისედაც მოიცავს ჩვენი სამინისტრო, პროგრამები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ახალგაზრდობის სააგენტოს მოქმედება გაგრძელდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. შედეგად, კანონპროექტთა ნუსხა წარედგინება პარლამენტს და შემდეგი წლიდან უკვე ჩვენთან ჩამოყალიბდება ახალი სამინისტრო, რომლის სახელწოდება იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. ინიციირება არ მოხდება საგაზაფხულო სესიაზე, ახლავე გადაიგზავნება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუ მოხერხდება, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გვინდა, რომ უკვე პირველი იანვრიდან ახალგაზრდობის სააგენტოს უფლებამოსილება გადმოვიდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.