ახალგაზრდების ჯგუფმა ახალი პარტია დააფუძნა. პარტია „რეფორმერი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს აპირებს. პარტიის თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი აცხადებს, რომ პარტია აერთიანებს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ წარმატებულ ახალგაზრდებს. მისივე თქმით, გუნდის წევრები ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები არიან.
ჯანაშვილის განცხადებით, ახალი პარტიის დაფუძნების მიზანია, შეცვალოს საქართველოში არსებული პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ პროცესებში გზა გაუხსნას ახალგაზრდა წარმატებულ პროფესიონალებს.
„ჩვენი მიზანია, გამოცდილება და რესურსი გამოვიყენოთ ქვეყნის განვითარებისთვის და დავამკვიდროთ პოლიტიკის ახალი სტანდარტი. ცვლილებების დროა. 30 წელია, ვუყურებთ ერთი და იმავე სახეებს, რომლებიც გვპირდებიან უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას, მაგრამ რეალურად ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება რადიკალურად გადამწყვეტი. ჩვენი გუნდის წევრებს გვაქვს სუფთა წარსული, ჩვენ ვართ ახალი სახეები და სწორედაც რომ, ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენ ვართ ღია და გამჭვირვალე ყველასთვის და ასე გაგრძელდება მომავალშიც“,- განაცხადა ჯანაშვილმა.