ახალგაზრდა ქართველი სუმოისტები ევროპის გუნდური პირველობის გამარჯვებულები გახდნენ
სუმოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა ჯამში 6 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს.
ქართველმა სუმოისტებმა 4 ოქროს და თითო-თითო ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონები შამილ გოგოჭური (-115 კგ), გიორგი ფარადაშვილი (+115კგ) და გიგა გელაშვილი (აბსოლუტური ანუ თავისუფალი) გახდნენ.
ევროპირველობის ვერცხლის მედლის მფლობელი ლაშა ჯელაძეა (+115 კგ), ბრინჯაოს მედალი კი ნიკოლოზ სისვაძემ (-115 კგ) დაისაკუთრა.
საქართველოს ნაკრები ამ შედეგით ევროპის გუნდური პირველობის გამარჯვებულია.
რაც შეეხება 21-წლამდელებს, მათ ანგარიშზე 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია.
შამილ გოგოჭურმა ევროპის პირველობაზე ორი მედალი მოიგო, 21-წლამდელთა შორის გოგოჭური ბრინჯაოს, ხოლო 23-წლამდელებში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ნიკა სისვაძე კი ორივე ტურნირზე მესამე ადგილზე გავიდა.
ხვალ ბულგარულ დოჰიოზე მედლების მოპოვებას უკვე უფროსები შეეცდებიან.