ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ბათუმის ინფექციურ კლინიკას თავად მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ბათუმის ინფექციურ კლინიკას თავად მიმართა, კორონავირუსი არ დაუდგინდა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ 30 წლის მამაკაცს, რომელიც იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ტემპერატურის მატების გამო კლინიკაში თავად მივიდა, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი და პასუხი უარყოფითია.

ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის თვითიზოლაციაში დარჩება.

აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებში ამ დროისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით არც ერთი მოქალაქე არ იმყოფება.