ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ერთი თვე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც რუსთავში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცი სახლიდან 5 ივლისს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
დაკარგული სოფელ გაჩიანში გვიან ღამით საკუთარ ავტომობილთან ნახეს გარდაცვლილი.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირველადი დათვალიერებით მამაკაცს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.