ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა უბანზე არჩევნები ხარვეზების გარეშე დაიწყო
ახალციხის საოლქო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა უბანზე არჩევნები ხარვეზების გარეშე დაიწყო

ახალციხეში 35-ვე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო.

ახალციხის 37-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი აცხადებს, რომ ოლქში არჩევნები ხარვეზების გარეშე დაიწყო. მას იმედი აქვს, რომ პირველი ტურის მსგავსად, მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.

ახალციხის ოლქში სულ 34 472 ამომრჩეველია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.