ახალციხის ქალაქ ვალეში ძლიერი წვიმის შედეგად ნაკვეთები დაიტბორა [ფოტო, ვიდეო]
ახალციხის ქალაქ ვალეში ძლიერი წვიმის შედეგად ნაკვეთები დაიტბორა.
მდინარემ ე.წ მეორე შახტის დასახლებასთან დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. კერძოდ, წყალმა ხიდს საყრდენი გამოაცალა.
როგორც პირველ არხს ვალეში მცხოვრებლებმა განუცხადეს, ნაკვეთები დაზღვეული არ ჰქონდათ და დახმარებას ითხოვენ.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.