ახალციხის „ცხელების ცენტრში“ გამოკვლეული 39 პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ახალციხის „ცხელების ცენტრიდან“ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 39 ტესტიდან კორონავირუსი ერთ პირს დაუდასტურდა. ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა. ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის „ცხელების ცენტრში“ მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.
28 აპრილის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ოთხი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, სამი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია.