ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურმა დაადასტურა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, ბესიკ ამირანაშვილის, ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 413 ადამიანი იმყოფება. გუბერნატორი ადასტურებს, რომ რეგიონში არის მედიკოსების დაინფიცირების შემთხვევებიც.