უხვი ნალექების გამო, ახალციხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული მთის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოფელ ხეოთის მთაში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ამჟამად, სამუშაოები ურავლის მთის გზაზე მიმდინარეობს.
აღნიშნული რეაბილიტირებული მთის გზებით ურავლის, მუსხსის, ხეოთის, აწყურის, წნისის, საყუნეთის, გიორგიწმინდის, ფერისის, მინაძისა და ჭაჭარაქის მოსახლეობა ისარგებლებს.