ახალციხეში მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა ბაიკერთა რბოლის დროს მოხდა.
დაშავებული რვა წლის ბავშვი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.