ახალციხეში, ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე „ფოლკსვაგენის“ მარკის მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.