ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დღეს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საავადმყოფოს მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე აცხადებს, რომ პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, რის შედეგადაც, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.
„ხუთივე მთგანმა ისადილა და მოგვიანებით ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო.
საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამმა ჯგუფმა მოწამლულები გადაიყვანა. ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი თავს კარგად გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”, – განუცხადა რევაზ კუჭუხიძემ „მეცხრე არხს“.
ექიმ მაია ქუტიაშვილის განცხადებით, სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს.
„ზოგი სავარძელში იწვა, ზოგი – დივანზე, ზოგი – იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები. მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი დახმარება. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც“, – აცხადებს ექიმი მაია ქუტიაშვილი.