ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა [ფოტო, ვიდეო]
ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა.
ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩლა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში პირველ არხს განუცხადეს, ორივე მათგანს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა. დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულზე მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.