ახალციხეში ავტომობილი დაიწვა

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, კორპუსის ეზოში „მერსედესის“ მარკის ავტომობილს, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მანქანას ცეცხლი განზრახ გაუჩინეს, თუმცა ვინ და რა მიზეზით, ამაზე არ საუბრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ჩადენილს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა.