ახალციხეში ,9 აპრილის ქუჩაზე 40 წლამდე ქალი დაჭრეს. როგორც პირველ არხთან ადგილობრივები ყვებიან, ქალბატონი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და ის მათივე განმარტებით, მეგობარმა მამაკაცმა დაჭრა.
ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია. დაჭრილი ქალბატონი “იმედის” კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალი კლინიკაში ღია ჭრილობებით შეიყვანეს, რომელიც ბარძაყისა და ხელის არეში ჰქონდა აღენიშნებოდა. მისივე თქმით, მოხდა ჭრილობების დამუშავება და პაციენტი სახლში გუშინვე გაეწერა. კლინიკა “იმედში’ აცხადებენ, რომ დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრის ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ 30 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება კი სისხლის სამართლისკოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.