ახალციხეში, ნათენაძის ქუჩაზე ათი წლის ბავშვს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ქუჩაზე გადადიოდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც ექიმები აცხადებენ, ბავშვს ფეხი და ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი და მას გამოკვლევები უტარდება.
მათივე თქმით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.