ახალციხე-ნინოწმინდისა და ხაშური-ახალციხე-ვალეს გზებზე შეზღუდვები დაწესდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ112 მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ51-კმ96 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.