ახალციხე-აბასთუმნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა
ახალციხე-აბასთუმნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი კი დაშავდა

ახალციხე-აბასთუმნის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 62 წლის მამაკაცი, სამი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მანქანაში მყოფი ოთხივე ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებული ახალციხის საკრებულოს წევრია, ავტომანქანას სწორედ  ის მართავდა.

რაც შეეხება გარდაცლილ მამაკაცს, როგორც პირველ არხთან ექიმი განმარტავს, პაციენტს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.